მეცნიერებმა ასობით ახლომდებარე გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელთაც ირმის ნახტომი ფარავდა
მეცნიერებმა ასობით ახლომდებარე გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელთაც ირმის ნახტომი ფარავდა

ირმის ნახტომის ვარსკვლავურ მტვერსა და გალაქტიკის მასაზე დასაკვირვებლად, ასტრონომებმა რადიოტალღები გამოიყენეს, რა დროსაც, ასობით ახლომდებარე გაკლაქტიკა აღმოაჩინეს, რომელთაც მანამდე ჩვენი გალაქტიკა ფარავდა.

ავსტრალიაში, პარკესის ობსერვატორიის რადიოტელესკოპის გამოყენებით, მეცნიერები დაახლოებით 883 გალაქტიკას დააკვირდნენ, რომელთა მესამედიც მათ აქამდე არასოდეს დაუნახავთ. დამალული გალაქტიკები დედამიწიდან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ასტრონომიული ენაზე, ეს მანძილი არც ისე შორია და ეს გალაქტიკები ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოდ შეიძლება ჩაითვალოს.

„რა თქმა უნდა, ირმის ნახტომი ძალზედ თვალწარმტაცია და მეტად საინტერესოა ჩვენი საკუთარი გალაქტიკის შესწავლა, თუმცა ის სრულიად ბლოკავს მის მიღმა, შედარებით შორ მანძილზე მდებარე სხვა გალაქტიკათა ხედს“, – განაცხადა დასავლეთ ავსტრალიის რადიოასტრონომიული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ასტრონომმა ლისტერ სტეივლი-სმიტმა.

ახლად აღმოჩენილი გაკაქტიკები ე. წ. „გაუქმებულ ზონაში“ მდებარეობს. ამ არეალს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ხედს დედამიწიდან ამ მიმართულებით ყოველთვის ართულებს ირმის ნახტომის შემადგენელი ვარსკვლავები და პლანეტები. ათწლეულების მანძილზე, ამ ზონის გალაქტიკების რუკაზე დატანას ასტრონომები უშედეგოდ ცდილობდნენ, თუმცა, პარკესის ობსერვატორიის რადიოტელესკოპის წყალობით, ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა.

წყარო: ScienceAlert