მე შენ გიპოვნი - ჯოკოვიჩს გულშემატკივართან კონფლიქტი ჰქონდა [ვიდეო]
მე შენ გიპოვნი - ჯოკოვიჩს გულშემატკივართან კონფლიქტი ჰქონდა [ვიდეო]

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკელ დენის კუდლასთან მესამე წრის მატჩისწინა ვარჯიშზე გულშემატკივართან კონფლიქტში შევიდა. აშშ-ის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს პრობლემები აქვს მარცხენა მხართან დაკავშირებით და თავის მწვრთნელებთან – მარიან ვაიდასთან და გორან ივანიშევიჩთან სპარინგის დროს, სხეულის სწორედ ამ ნაწილის გახურებას დაუთმო დიდი ყურადღება.

ვარჯიშის დროს ნოვაკმა გაიგონა, როგორ დაიყვირა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა: „იქნებ ღირდეს კარიერის დასრულება?“ ჯოკოვიჩი ტრიბუნებთან მივიდა, რაღაც დაელაპარაკა მამაკაცს და დიალოგი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „მე შენ გიპოვნი. დამიჯერე, აუცილებლად გიპოვნი“.


არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს წინააღმდეგ მეორე წრის მატჩის დროს, ნოვაკმა რამდენჯერმე მიმართა სამედიცინო დახმარებას მარცხენა მხართან დაკავშირებით. მატჩის შემდეგ სერბმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ იყო, შეძლებდა თუ არა მატჩის დასრულებას.