მე შენ გიპოვნი – ჯოკოვიჩს გულშემატკივართან კონფლიქტი ჰქონდა [ვიდეო]
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკელ დენის კუდლასთან მესამე წრის მატჩისწინა ვარჯიშზე გულშემატკივართან კონფლიქტში შევიდა. აშშ-ის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს პრობლემები აქვს მარცხენა მხართან დაკავშირებით და თავის მწვრთნელებთან – მარიან ვაიდასთან და გორან ივანიშევიჩთან სპარინგის დროს, სხეულის სწორედ ამ ნაწილის გახურებას დაუთმო დიდი ყურადღება.
ვარჯიშის დროს ნოვაკმა გაიგონა, როგორ დაიყვირა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა: „იქნებ ღირდეს კარიერის დასრულება?“ ჯოკოვიჩი ტრიბუნებთან მივიდა, რაღაც დაელაპარაკა მამაკაცს და დიალოგი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „მე შენ გიპოვნი. დამიჯერე, აუცილებლად გიპოვნი“.
Oh wow.. Djokovic getting into a tiff with one of the fans in the middle of his warm-up. Not happy with something that was said. @BenRothenberg @bgtennisnation pic.twitter.com/cAXeMpj6s0
— Sridhar Natarajan (@sridinats) August 31, 2019
არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს წინააღმდეგ მეორე წრის მატჩის დროს, ნოვაკმა რამდენჯერმე მიმართა სამედიცინო დახმარებას მარცხენა მხართან დაკავშირებით. მატჩის შემდეგ სერბმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ იყო, შეძლებდა თუ არა მატჩის დასრულებას.