„არსენალის“, „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ეშლი კოული მძარცველთა მსხვერპლი გახდა. გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, ექს-ფეხბურთელის სახლში უკანა კარიდან შეიჭრნენ მძარცველები, რომლებიც ჯარისკაცის ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი.
როგორც ირკვევა, კოულს დაემუქრნენ და სკამზე დააბეს. დამნაშავეებმა ძვირფასეულობა წაიღეს.
„საშინელება იყო. მძარცველები პროფესიონალები აღმოჩნდნენ და ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. როგორც ჩანს, ისინი უთვალთვალებდნენ ეშლის და წინასწარ დაგეგმეს ყველაფერი“, – აღნიშნა ფეხბურთელის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.