მდინარე ნატანებზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მდინარე ნატანებზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდ. ნატანებზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სახიდე გადასასვლელი გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია აგებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 946737 ლარია.