მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებსა და ისრაელელ ახალმოსახლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

18:02, 12.08.2026

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებსა და ისრაელელ ახალმოსახლეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მედიის ცნობით, მათ შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სოფელ ქუსრასთან ახლოს ისრაელელმა ახალმოსახლეებმა ორი ადგილობრივი პალესტინური ოჯახი ალყაში მოაქციეს.

როგორც მედია წერს, ისრაელელი ახალმოსახლეები პალესტინელებს საცხოვრებლების დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პალესტინელი მცხოვრებლების თქმით, ზოგიერთი ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო საკუთარ სახლებში. ისრაელის არმიამ კი ისრაელელი ახალმოსახლეების ქმედება უკანონოდ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზიანოდ შეაფასა.

„როიტერის“ ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის სოფელ ქუსრის გარეუბანში მომხდარი ინციდენტი ისრაელელ ახალმოსახლეებსა და სამხედროებს შორის დაპირისპირების იშვიათი შემთხვევაა.

ცნობისთვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, სადაც პალესტინელები ცხოვრობენ, ისრაელმა 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს დაიკავა. დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობა 4 მილიონს აღემატება, მათ შორის 3.3 მილიონზე მეტი პალესტინელია, 670 000 კი – ისრაელელი.

მსგავსი