მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსირების მიზნით ისრაელი რუკებს ქმნის
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსირების მიზნით ისრაელი რუკებს ქმნის

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსირების მიზნით, ისრაელი რუკებს ქმნის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ტერიტორიის ანექსირება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის შესაბამისად მოხდება.

„ჩვენ უკვე რუკების შედგენის პროცესის პიკში ვართ. ეს ეხება ტერიტორიებს, რომლებიც ტრამპის გეგმის მიხედვით, ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გახდება. ამას დიდი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ, მაალე ადუმიმის დასახლებაში გამართული საარჩევნო შეხვედრის დროს.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ანექსირებული იქნება ყველა ტერიტორია, სადაც ისრაელის ახალშენებია განთავსებული, ასევე იორდანეს ველი, რომელსაც ისრაელი 1967 წლის ომის შემდეგ აკონტროლებს.

აღიშნულ ტერიტორიას პალესტინელები თავიანთი სახელმწიფოს საზღვრებში განიხილავენ. პალესტინაში აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები რუკა 1967 წლის ომამდე არსებულ ვითარებას უნდა ასახავდეს, პალესტინის დედაქალაქი კი იერუსალიმი უნდა იყოს.