მდინარე ალაზნის წყლის დონის მომატების გამო, წნორი-ლაგოდეხის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა [ფოტო]
წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
გზა მდინარე ალაზნის წყლის დონის მომატების გამო დაიტბორა. წყლის დონე საავტომობილო მაგისტრალზე ერთ მეტრს აღწევს.
ადიდებულ მდინარეში ტექნიკა ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას ჯერ ვერ ახერხებს.


