მდინარე ალაზანში 12 წლის ბავშვი დაიხრჩო
მდინარე ალაზანში 12 წლის ბავშვი დაიხრჩო

​სოფელ კარდენახის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში 12 წლის ბავშვი დაიხრჩო.

მოზარდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგიდანაა. თვითმხილველების განცხადებით, ის მდინარეზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა და მდინარის დინებამ წაიღო.

არასრულწლოვნის ცხედარი მდინარიდან მყვინთავების დახმარებით უკვე ამოიტანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.