მცველებში „იცეკვა“ და ანგარიში გაათანაბრა - დავითაშვილმა პრემიერლიგის გუნდს გაუტანა #1TVSPORT
მცველებში „იცეკვა“ და ანგარიში გაათანაბრა - დავითაშვილმა პრემიერლიგის გუნდს გაუტანა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა „ბორდოში“, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის „ბრენტფორდი“ ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა და საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო.

მატჩი კარგი ტემპშით დაიწყო, ანგარიში კი მე-12 წუთზე პრემიერლიგის კლუბმა ალექს ჯილბერტის გოლით გახსნა 0:1. მიუხედავად გაშვებული გოლისა, „ბორდომ“ შეტევები განაგრძო და საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში 23-ე წუთზე გაათანაბრა 1:1.

ბორდომ“, რომელიც ამჟამად ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა, საპასუხო გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა. ეს დავითაშვილმა მოახერხა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში მიიღო, მცველებში „იცეკვა“ და ანგარიში გაათანაბრა“, – ეს „ბრენტფორდის“ გვერდის შეფასებაა.

„ბორდო“ ათ წუთში დაწინაურდა, როდესაც ალიუ ბაჯის მოპოვებული პენალტი ჯოშ მაიამ გოლად გარდასახა, ზურიკო დავითაშვილმა 38-ე წუთზე ისევ კარგად ითამაშა და დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში ინგლისელები მცველმა გადაარჩინა.

შესვენებაზე ორივე გუნდის შემადგენლობა შეიცვალა და დავითაშვილიც დაასვენეს, საბოლოოდ კი „ბორდომ“ 2:1 მოიგო და ზამთრის სამზადისი შესანიშნავი განწყობით დაიწყო. გუნდი შემდეგ შეხვედრას პარასკევს, 16 დეკემბერს პორტუგალიური გუნდის, „ბოავიშტას“ წინააღმდეგ გამართავს.