მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე 10 ექსპერტის დაკითხვა იგეგმება.

„იგეგმება ქიმიური ექსპერტების დაკითხვაც. ისინი დაადასტურებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით დაიღუპა და რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა“, – განაცხადა პროკურორმა.

წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ცენტრის ხუთი ექსპერტი დაიკითხება. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ისინი ექსპერტიზის დასკვნასაც წარმოადგენენ.