მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა
მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა

თბილისის გასასვლელთან, მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. დაშავებულები არასრულწლოვნები, 17 წლის ახალგაზრდები არიან.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ისინი კლინიკაში დაბეჟილობებით შეიყვანეს. ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას განაგრძობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.