მჭედლიშვილი ლატვიურ სიმბოლურშია
მჭედლიშვილი ლატვიურ სიმბოლურშია

გიგი მჭედლიშვილი ლატვიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ტურის რჩეულების სია „ვირსლიგის“ (ლატვიის ჩემპიონატის) ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

ქართველი მცველის გუნდი „ვენტსპილსი“ გასვლაზე „ლიეპაიას“ ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. 27 წლის ქართველი მცველი „ვენტსპილსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 62-ე წუთზე კი მცირედაზიანების გამო მოედანი დატოვა.

თუმცა, ესეც საკმარისი გამოდგა და ლატვიელებმა სიმბოლურ ნაკრებში რომ დაასახელეს – მჭედლიშვილი ლატვიაში ზაფხულში გადავიდა, ტურის სიმბოლურ გუნდში კი პირველად მოხვდა.