ჩემპიონთა ლიგა | „ვილიარეალი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT

02:11, 04.11.2026

ჩემპიონთა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:6.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფრანგებს ცნობილი მიზეზის გამო ვერ ეხმარებოდა, გიორგი მიქაუტაძე კი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:5 იყო. „ვილიარეალმა“ კი ანტირეკორდი დაამყარა – ის პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ექვსი გოლი გაუშვა.

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ „სპორტინგთან“ საშინაო შეხვედრა ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩაატარა და 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების მცველს ძირითადად უკრაინის ჩემპიონატში ათამაშებენ – ევროტურნირზე კი შანსი არც ამჯერად მისცემია.

ცხრილი იტვირთება…

მსგავსი