მბაპესა და ტუხელს კონფლიქტი აქვთ
მბაპესა და ტუხელს კონფლიქტი აქვთ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპესა და გუნდის მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. გაზეთ „ლე პარიზიენის“ (Le Parisien) ინფორმაციით, მბაპე უკმაყოფილოა იმით, რომ გერმანელ მწვრთნელს გუნდის მთავარ ლიდერად და ვარსკვლავად სხვა ფორვარდი – ბრაზილიელი ნეიმარი მიაჩნია.

უფრო ადრე მბაპე მატჩისწინა კრებაზე დაგვიანებისთვის 160 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მაშინ ფრანგმა დარწმუნებით განაცხადა, რომ მსგავს სასჯელს ნეიმარს არ გამოუწერდნენ.

მბაპეს პარიზულ კლუბში საუკეთესოდ მიაჩნია თავი და უნდა, რომ მისი აზრი გაითვალისწინონ გადაწყვეტილებების მიღებისას, მათ შორის, სატრანსფერო პოლიტიკაში.