„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკესა და ფორვარდ კილიან მბაპეს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელი ზედიზედ ორ მატჩში შეცვლა – „რენისა“ (65-ე წუთი) და „მონაკოს“ (შესვენებაზე) წინააღმდეგ. ორივე შეხვედრაში პარიზელებმა ფრე ითამაშეს.
გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც მბაპემ კლუბს გამოუცხადა, რომ ზაფხულში დატოვებს პარიზულ კლუბს.
„პარი სენ-ჟერმენში“ გამოაცხადეს, რომ მბაპეს ცვლილებას „მონაკოსთან“ მატჩში და იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელი ტრიბუნაზე ავიდა და სათადაროგითა სკამზე არ დარჩა, გუნდში ატმოსფეროზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.
„ჩვენ პატივს ვცემთ მწვრთნელის არჩევანს და კილიანი სრულად არის კონცენტრირებული „რეალ სოსიედადთან“ გასვლით მატჩზე. არანაირი უთანხმოება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მან ტრიბუნიდან უყურა მეორე ტაიმს. მან შხაპი მიიღო და აღარ ჩაიცვა საკლუბო ტანსაცმელი. კლუბის მენეჯერმა სპონტანურად აიყვანა ის ტრიბუნებზე „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ დელეგაციასთან“, – განაცხადეს პარიზულ კლუბში.