მადრიდის „რეალის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს ოჯახი ფრანგული კლუბის შეძენით არის დაინტერესებული.
ფრანგულ ლიგა 2-ში მოთამაშე „კანის“ შეძენაზე მოლაპარაკებები პროგრესულ სტადიაშია. ეს კლუბი ამერიკულ კომპანია Oaktree Capital Management-ს ეკუთვნის, თუმცა მან აცნობა „კანის“ მინორიტარულ აქციონერს იმის შესახებ, რომ დატოვებს კლუბის მფლობელთა შემადგენლობას.
კილიან მბაპეს საოჯახო ბიზნესი, რომელსაც სათავეში უდგას ფეხბურთელის დედა და აგენტი ფაიზა ლამარი, დაინტერესებულია „კანის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენით და ახლოს არის გარიგებასთან, – წერს RMC Sport-ი.
„კანმა“ გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა ლიგა 2-ში.