„პარი სენ-ჟერმენის“ 21 წლის ფრანგი შემტევი კილიან მბაპე მწყობრშია და შესაძლოა, თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ატალანტას“ წინააღმდეგ დაეხმაროს.
პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი იმედოვნებს, რომ ლისაბონში გასამართ შეხვედრამდე, მისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს არაფერი შეაწუხებს და მბაპე ამ მატჩში სრული დატვირთვით ითამაშებს.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კილიანთან ერთად ჩავატაროთ ეს მნიშვნელოვანი თამაში“, – ამბობს ტუხელი.
მსოფლიო ჩემპიონმა კოჭი საფრანგეთის თასის ფინალში, „სენტ-ეტიენთან“ შეხვედრის დროს დაიზიანა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ტრამვა უმძიმესი იქნებოდა და 12 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ მბაპეს გარეშე მოუწევდა თამაში.
ჩემპიონთა ლიგის მატჩი 12 აგვისტოს, თბილისის დროით ღამის 11 საათზე გაიმართება.