მბაპემ შეიძლება სამი კვირა ვერ ითამაშოს და „ბაიერნთან“ მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT
ცნობილი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს ტრავმის დეტალები. მან მარცხენა ფეხის დაზიანება ლიგა 1-ის ბოლო ტურში „მონპელიეს“ (3:1) წინააღმდეგ მატჩში მიიღო, რის შემდეგაც 21-ე წუთზე შეცვალეს.
გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, ამგვარი დაზიანების მკურნალობას, ჩვეულებრივ, დაახლოებით სამი კვირა სჭირდება.
მბაპე ნამდვილად გამოტოვებს უახლოეს მატჩებს „ტულუზასთან“ და „მარსელთან“, ასევე, დიდი ალბათობით. 12 თებერვალს „მონაკოსთან“ შეხვედრას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა კილიან მბაპეს მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში „ბაიერნის“ წინააღმდეგ. ეს შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართება.