მბაპემ „ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის“ პსჟ-ს სასამართლოში უჩივლა #1TVSPORT
მბაპემ „ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის“ პსჟ-ს სასამართლოში უჩივლა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ სასამართლოში უჩივლა თავის ყოფილ კლუბს, „პარი სენ-ჟერმენს“, რომელშიც 2018-24 წლებში თამაშობდა.

სააგენტო AFP-ს ცნობით, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი ყოფილ კლუბს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მბაპე იხსენებს 2023 წელს, როცა ის ჩამოაშორეს ვარჯიშებს პირველ გუნდთან და ამ ხერხით აიძულეს ახალი კონტრაქტის გაფორმება.

სასამართლომ ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულში გადავიდა „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით და სადებიუტო სეზონში 31 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.