მბაპე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ს დატოვებას გეგმავს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის დატოვება სურს, – იუწყება Le Parisien.
გამოცემის ინფორმაციით, მბაპე უკმაყოფილოა მისდამი დამოკიდებულებით, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ დაპირებები არ შეუსრულა.
ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ პრესაში წერდნენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მენეჯერები მზად არიან მბაპე გაასხვისონ და ერთადერთი კლუბი, სადაც ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავს არ გაუშვებენ, მხოლოდ მადრიდის რეალია.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა პსჟ-ს შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა, პარიზული კლუბის ღირსებას კი 2017 წლიდან იცავს.
პორტალი Transfermarkt კილიან მბაპეს სატრანსფერო თახად 160 მილიონ ევროს ასახელებს.