მბაპე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ს დატოვებას გეგმავს #1TVSPORT
მბაპე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ს დატოვებას გეგმავს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის დატოვება სურს, – იუწყება  Le Parisien.

გამოცემის ინფორმაციით, მბაპე უკმაყოფილოა მისდამი დამოკიდებულებით, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ დაპირებები არ შეუსრულა.

ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ პრესაში წერდნენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მენეჯერები მზად არიან მბაპე გაასხვისონ და ერთადერთი კლუბი, სადაც ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავს არ გაუშვებენ, მხოლოდ მადრიდის რეალია.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა პსჟ-ს შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა, პარიზული კლუბის ღირსებას კი 2017 წლიდან იცავს.

პორტალი Transfermarkt კილიან მბაპეს სატრანსფერო თახად 160 მილიონ ევროს ასახელებს.