„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ განაცხადა, რომ გუნდის ფორვარდი კილიან მბაპე მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.
„მბაპე სრულ წესრიგში იყო ბოლო ვარჯიშზე. ნეიმარის გარდა, ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს – ხავიერ პასტორეა“, – განუცხადა გაზეთ AS-ს ემერიმ.
„რეალისა“ და პსჟ-ის პირველი მატჩი მადრიდში ესპანეთის ჩემპიონმა 3:1 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ პარიზელებს ხანგრძლივი დროით გამოაკლდათ ნეიმარი.