მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტს არ აგრძელებს
მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტს არ აგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ უარი თქვა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა“ (Marca). ამით 20 წლის ფრანგმა მიანიშნა, რომ გუნდის გამოცვლა აქვს განზრახული. მბაპეს მოქმედი ხელშეკრულება პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ფორვარდი უკვე შეხვდა კლუბის პრეზიდენტს ნასერ ალ-ჰელაიფის და განუცხადა მას, რომ არ სურს პარიზელებთან ურთიერთობის გაგრძელება.

წყაროს ცნობით, მომდევნო წლის ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენმა“, შესაძლოა, გაყიდოს მბაპე „რეალში“ 250 მილიონ ევროდ. შეგახსენებთ, რომ „მონაკოდან“ ფრანგის შესაძენად პსჟ-მ 145 მილიონი ევრო დახარჯა.