მბაპე პირველი ფრანგი ფეხბურთელია 1958 წლის შემდეგ, რომელიც მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
კილიან მბაპე 1958 წლის შემდეგ პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ოქროს ბუცი“ მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა პენალტების სერიაში საფრანგეთი დაამარცხა (3;3, პენალტების სერიაში 4:2). წაგების მიუხედავად, თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მოახერხა, 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო.
ამით მბაპე 64-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა მეორე ფრანგი, რომელმაც მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირობას მაიღწია. პირველად ეს ჟუსტ ფონტენმა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა, სადაც გასაოცარი შედეგი აჩვენა.
ფონტენმა საუკეთესო ბომბარდირობა ტურნირის 6 მატჩში გატანილი 13 გოლით მოიპოვა. იმ წელს „სამფეროვნები“ მხოლოდ ბრინჯაოს მედლებით დაკმაყოფილდნენ, მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანია დაამარცხეს – 6:3. გამარჯვებული კი ბრაზილიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში შვედეთი დაამარცხა – 5:2.
მბაპემ ასევე გაიმეორა უნიკალური მიღწევა – ყველაზე მეტი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კილიანმა ხორვატიასთან თავი ერთი გოლით გამოიჩინა (4:2), ხოლო კატარის ტურნირზე არგენტინასთან ჰეთ-თრიკი შეასრულა.