მბაპე მომავალ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, თუ პსჟ-სთან კონტრაქტს არ გააგრძელებს #1TVSPORT
მბაპე მომავალ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, თუ პსჟ-სთან კონტრაქტს არ გააგრძელებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ, შესაძლოა, 2023-24 წლების სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უარს იტყვის პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ წერს გამოცემა The Athletic-ი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მბაპეს წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს პსჟ-ში. მანამდე კილიანმა კლუბს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ არ აპირებს გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. ამასთან, თავდამსხმელმა დაადასტურა, რომ დატოვებს ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენს“.

მბაპეზე მთავარ პრეტენდენტად მადრიდის „რეალი“ მიიჩნევა.