მბაპე და რაბიო დასჯილები იყვნენ
მბაპე და რაბიო დასჯილები იყვნენ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხურთელები კილიან მბაპე და ადრიენ რაბიო დასჯილები იყვნენ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის წინ.

პარიზელთა დამრიგებელი თომას ტუხელი ძალიან უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მოთამაშეებმა დააგვიანეს „მარსელთან“ (2:0) მატჩზე, ამიტომაც ორივენი თადარიგში დატოვა.

„ეს დისციპლინარული ქმედება იყო, ლაპარაკია სიტუაციაზე მატჩის წინ“, – მოჰყავს „შპორტბილდს“ (Sportbild) ტუხელის სიტყვები. – „მოთამაშეებმა დააგვიანეს. ეს სირცხვილია. მე არ მიყვარს კილიანისა და ადრიენის გარეშე თამაში, მაგრამ ეს აუცილებელია. ვერ ვიტან მსგავს საქციელს“.

ორივე ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა მოედანზე: მბაპე 62-ე წუთზე და რაბიო – 79-ე წუთზე.