საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა გამოაცხადა ნომინანტები 2018-19 წლების სეზონის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე.
საფრანგეთის ჩემპიონატში წლის მოთამაშის ჯილდოზე პრეტენდენტები არიან: ჰატემ ბენ არფა (რენი), ნეიმარი (პსჟ), ანხელ დი მარია (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ) და ნიკოლა პეპე (ლილი).
ასევე ცნობილი გახდა პრეტენდენტთა ვინაობა სხვა ნომინაციებში:
საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთში არ თამაშობს – ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), უგო ლორისი (ტოტენჰემი).
ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – უსამ აუარი (ლიონი), კილიან მბაპე (პსჟ), ჯონათან იკონე (ლილი), ისმაილა სარი (ლილი), ბუბაქარ კამარა (მარსელი).