მბაპე და ნეიმარი ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებენ
მბაპე და ნეიმარი ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებენ

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა გამოაცხადა ნომინანტები 2018-19 წლების სეზონის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე.

საფრანგეთის ჩემპიონატში წლის მოთამაშის ჯილდოზე პრეტენდენტები არიან: ჰატემ ბენ არფა (რენი), ნეიმარი (პსჟ), ანხელ დი მარია (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ) და ნიკოლა პეპე (ლილი).

ასევე ცნობილი გახდა პრეტენდენტთა ვინაობა სხვა ნომინაციებში:

საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთში არ თამაშობს – ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), უგო ლორისი (ტოტენჰემი).
ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – უსამ აუარი (ლიონი), კილიან მბაპე (პსჟ), ჯონათან იკონე (ლილი), ისმაილა სარი (ლილი), ბუბაქარ კამარა (მარსელი).

დატოვე კომენტარი