„ბარსელონას“ ნახევარმცველმა რაფინიამ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამის მიზეზი მოთამაშისთვის სათამაშო დროის ნაკლებობაა. ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ და აგენტმა მაზინიომ ისაუბრა.
„ეს დაუჯერებელია, ვერავინ ვერ ხვდება, რატომა არ ათამაშებენ რაფინიას“ -ციტირებს A Bola მაზინიოს – „მხოლოდ მწვრთელს აქვს პასუხი ამ კითხვაზე. რაფინიას შეუძლია ითამაშოს რეგულარულად. თუ ეს არ მოხდება „ბარსელონაში“ მაშინ მას კლუბის გამოცვლა მოუწევს. არიან დაინტერესებული კლუბები. „ბარსელონამ“ ჩვენ მწვანე შუქი აგვინთო და ვარიანტების განხილვას დავიწყებთ.“ – ამბობს მაზინიო.