მავრიტანიის სანაპიროსთან ათობით მიგრანტი დაიკარგა
მავრიტანიის სანაპიროსთან ათობით მიგრანტი დაიკარგა

გაერო-ს საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, მავრიტანიის სანაპიროსთან ძრავის გაუმართაობის გამო ჩაძირული ნავის შედეგად 47 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი, ითვლება დაკარგულად. ინფორმაცის სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მიგრანტები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ. მაშველებმა შვიდი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

54 ადამიანით დატვირთული ნავი დასავლეთ საჰარიდან, ლააიუნიდან კანარის კუნძულების მიმართულებით მიემართებოდა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე, დასავლეთ საჰარიდან ემიგრირებულმა 7 500-ზე მეტმა ადამიანმა მიაღწია კანარის კუნძულების სანაპირომდე, რაც ესპანეთი მთავრობის მონაცემებით გასული წლის პერიოდთან შედარებით 136 პროცენტით მეტია.