მაურო იკარდით „ატლეტიკო“ დაინტერესდა
მაურო იკარდით „ატლეტიკო“ დაინტერესდა

„ინტერის“ თავდამხმელით მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა, – იუწყება Tuttosport.

მაურო იკარდი იჯარის წესით „პარი სენ-ჟერმენში“ ასპარეზობს და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით „ინტერი“ მის გაყიდვას შეეცდება.

გამოცემის ინფორმაციით, „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი იკარდის ადგილს გუნდში ვერ ხედავს და მისი იჯარით გასხვისებაც ამით იყო განპირობებული.

ფეხბურთელის აგენტისა და მეუღლის ვანდა ნარას თქმით, მაურო იკარდის გუნდში გადმოყვანის სურვილი „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელს დიეგო სიმეონეს აქვს.