მაურო იკარდიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინა #1TVSPORT
„გალათასარაის“ თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ „როლს როისი“ შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილია და მხოლოდ სამი ეგზემპლარია გამოშვებული, – იუწყება L’Equipe.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, „როლს როისის“ ამ მოდელის ფასი 26 მილიონი ევროა.
გასულ სეზონში 30 წლის მაურო იკარდიმ თურქეთის სუპერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
საინტერესოა, რომ „გალათასარაის“ არგენტინელ ლეგიონერს „ტრანსფერმარკტი“ 19 მლიონ ევროდ აფასებს, შვიდი მილიონით ნაკლებად, ვიდრე თავად ფეხბურთელის ახლად შეძენილი ავტომობილია.