თურქული „გალათასარაის“ ფორვარდმა მაურო იკარდიმ მძიმე ტრავმა მიიღო ევროპის ლიგის მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა 3:2 დაამარცხა „ტოტენჰემი“.
სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მენისკი დაიზიანა.
შესაბამისად, იკარდი მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.
მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ თურქეთის ჩემპიონატის შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.