მაურიციო სარი - „იუვენტუსი“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დაუპირისპირდა
მაურიციო სარი - „იუვენტუსი“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დაუპირისპირდა

ტურინული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ „ატალანტასთან“ ჩატარებული მატჩი შეაფასა, რომელიც ფრედ – 2:2 დასრულდა.

„ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდით. ისინი აგრესიულები და ორგანიზებულები არიან, სტარტზე კი შეცდომა დავუშვით, – მოჰყავს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვები DAZN-ს. – „ატალანტას“ წინააღმდეგ თამაში ურთულესია. პირველ ტაიმში დაგვჯაბნეს, მაგრამ შემდეგ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ და მატჩი შემოვაბრუნეთ.

მეორე გოლი მაშინ გავუშვით, როცა თამაში ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო. თუმცა, მერე ტაიმში უფრო ენერგიულები ვიყავით და დაცვაშიც უკეთესად ვთამაშობდით“.

დატოვე კომენტარი