მაურიციო პოჩეტინომ ინგლისის ჩემპიონატის სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

21:00, 24.05.2020

ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ უპასუხა კითხვას – ვის შეიყვანდა პრემიერლიგის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის იმ წლებიდან, როცა ის ინგლისში მუშაობდა.

არგენტინელმა სპეციალისტმა პირველ ადგილზე დააყენა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, შემდეგ დაასახელა ბელგიელის თანაგუნდელი სერხიო აგუერო და „ლივერპულის“ შემტევი რობერტო ფირმინო.

საუკეთესო მოთამაშეების დასახელებისას, პოჩეტინოს ეკრძალებოდა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელების გამოყოფა.

მაურიციო პოჩეტინოტოტენჰემში“ 2014-19 წლებში მუშაობდა.

მსგავსი