მაურიციო პოჩეტინო ფავორიტი იქნება ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე #1TVSPORT
„ჩელსის“ ყოფილმა დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ შეიძლება ინგლისის ნაკრები ჩაიბაროს.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატი გახდება იმ შემთხვევაში, თუ ევრო 2024-ის შემდეგ ინგლისელთა ამჟამინდელი დამრიგებელი გარეტ საუთგეიტი რაღაც მიზეზის გამო დატოვებს თანამდებობას.
ასევე 52 წლის პოჩეტინოთი ინტერესდებიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადი“.
როგორც გაზეთი წერს, თავად პოჩეტინო მზად არის ინგლისის ნაკრებში სამუშაოდ.