„დორტმუნდის“ ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაასრულოს კარიერა, – წერს გაზეთი Bild.
როგორც ცნობილი გახდა, ლეგენდარული მცველი უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ფეხბურთიდან წავიდეს. ჰუმელსს არ სურს გამოეპაროს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის შესაფერისი და სწორი მომენტი. გარდა ამისა, მას ფეხბურთიდან წასვლისკენ უბიძგებს სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი.
გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება.
მატს ჰუმელსმა ამ სეზონში 29 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.