გერმანიის ნაკრების მცველი მატს ჰუმელსი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. 29 წლის ფეხბურთელს კისრის ტრავმა აწუხებს.
„ჰუმელსი ვერ შეძლებს თამაშს. მან ვერ მოახერხა ნორმალურად ვარჯიში. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, მაგრამ არ მგონია, რომ ერთ ღამეში კუნთის ტრავმა მოირჩინოს“, – განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა.
გერმანია, რომელმაც პირველ ტურში 0:1 წააგო მექსიკასთან, 23 ივნისს შეხვდება შვედეთს. სავარაუდოდ, ჰუმელსს ამ მატჩში ანტონიო რიუდიგერი შეცვლის.