„ბორუსიას“ მცველმა მატს ჰუმელსმა დორტმუნდელთა ახალწვეულზე, 19 წლის ნორვეგიელ ვარსკვლავ ერლინგ ჰაალანდზე ისაუბრა.
„ერლინგი შესანიშნავად თამაშობს. იმ 57 წუთში, რომელიც მან მოედანზე გაატარა, უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მე ამას მთელი სეზონის განმავლობაში მოვახარხებ, – ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს Goal.com – რა თქმა უნდა, მე მას ვეხმარები, რომ ბუნდესლიგაში თამაშის წესები აითვისოს. მივეცი რამდენიმე რჩევა.
ვიმედოვნებ, სანამ მე „ბორუსიაში“ ვარ, ერლინგი გუნდს არ დატოვებს. ჰაალანდი რობერტ ლევანდოვსკის მაგონებს. მართალია ერლინგი ჯერ რობერტის სიმაღლეზე არ ასულა, მაგრამ მას ყველაფერი წინ აქვს.
მერწმუნეთ, მე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი ლევანდოვსკისთან ერთად და შემიძლია, კარგი თავდამსხმელი დავინახო“.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰაალანდი „ბორუსიაში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა, ახალ კლუბში სულ სამი მატჩი ჩაატარა და უკვე შვიდი გოლის ავტორია.