მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა საბოტაჟის აქტია
მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა საბოტაჟის აქტია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა საბოტაჟის აქტია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ ნორვეგიასა და პოლონეთს შორის ახალი გაზსადენის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ აღმოვჩნდით საბოტაჟის აქტის წინაშე. ჩვენ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის საბოტაჟის აქტი, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემდგომ ნაბიჯთან“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

როგორც „ბიბისი“ წერს, კრემლშიც განაცხადეს, რომ არ გამორიცხავენ საბოტაჟის აქტს, ხოლო გაზსადენებზე მიყენებულ ზიანს უპრეცედენტო უწოდეს.

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.