„ჩელსის“ ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს კარიერას. ინგლისის ჩემპიონმა მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – წერს „სიტის“ ოფიციალური ვებგვერდი.
არაოფიციალური ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას გუნდმა 29 წლის ხორვატი 25 მილიონ ევროდ შეიძინა, კიდევ ხუთი მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
2022-23 წლების სეზონში კოვაჩიჩმა 37 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე „ჩელსის“ შემადგენლობაში, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.