მატეო კოვაჩიჩი ოფიციალურად „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა #1TVSPORT

13:51, 28.06.2023

„ჩელსის“ ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს კარიერას. ინგლისის ჩემპიონმა მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – წერს „სიტის“ ოფიციალური ვებგვერდი.

არაოფიციალური ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას გუნდმა 29 წლის ხორვატი 25 მილიონ ევროდ შეიძინა, კიდევ ხუთი მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

2022-23 წლების სეზონში კოვაჩიჩმა 37 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე „ჩელსის“ შემადგენლობაში, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი