მატეო ითრაქი - ზაფხულში „ტორპედოში“ კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ  #1TVSPORT
მატეო ითრაქი - ზაფხულში „ტორპედოში“ კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ  #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ხორვატმა ლეგიონერმა, მატეო ითრაქმა ყაზახურ „ორდაბასთან“ კონფერენს ლიგის შეხვედრამდე გუნდში არსებულ ვითარებასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარა“ ნამდვილად კარგი გამოდგა. კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ და გუნდში დიდი კონკურენციაა. ვარჯიშები კი განსხვავებული და უფრო ინტენსიური გახდა.

გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება – იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება. შეხვედრა ყოველთვის მარტივდება, როდესაც ზურგს ტრიბუნები გიმაგრებს. იმედია, რომ ჩვენს მხარდამჭერებს გავახარებთ“, – ამბობს მატეო ითრაქი.

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ყაზახურ „ორდაბასთან“ „რამაზ შენგელია არენაზე“ 10 ივლისს (20:00) გამართავს.