მათემატიკაში გამოსაშვები გამოცდა მოსწავლეთა 12%-მა ვერ ჩააბარა
მათემატიკაში გამოსაშვები გამოცდა მოსწავლეთა 12%-მა ვერ ჩააბარა

მათემატიკაში გამოსაშვები გამოცდა მოსწავლეთა 12%-მა ვერ ჩააბარა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 88%-ზე მეტმა. ამით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა გამოცდები დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები 20 მაისს დაიწყო და მისი შედეგები ასეთია: ისტორიაში გამოცდა მე-12 კლასელთა 4%-მა, უცხო ენების გამოცდა 11%-მა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი 3%-მა ვერ ჩააბარა.

წელს მოსწავლეები ქულების მიხედვით არ ფასდებოდნენ და გამოცდების ჩასაბარებლად მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვა მოუწიათ.

მე-11 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს დაიწყება.

დატოვე კომენტარი