მატეი სიმიჩი - „ორდაბასთან“ დუბლს და გამარჯვების გოლს კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი #1TVSPORT
ყაზახურ „ორდაბასთან“ კონფერენციის ლიგაზე ქუთაისის „ტორპედომ“ 4:3 მოიგო. შეხვედრა მატჩის გმირმა, ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულმა, მატეი სიმიჩმა შეაფასა.
„დუბლი და გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე – ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი. მადლობა ქუთაისს. გუნდმა, ქალაქმა, ყველამ კარგად მიმიღო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი შემდეგი მიზანი? შესაძლოა ჰეთთრიკი, ვნახოთ“, – ამბობს ქუთაისელთა ლეგიონერი.
მატეი სიმიჩი პოზიციით ცენტრალური მცველია. მის სატრანსფერო ღირებულებას transfermarkt 440 ათას ევროდ აფასებს. იგი „ტორპედომ“ რუმინული „სეპსიდან“ დაიმატა.
სიმიჩმა კარიერა ხორვატიის მეორე დივიზიონის „დუგოპოლეში“ დაიწყო, შემდეგ კი ესპანურ კლუბებში გამოდიოდა, „ლოგრონიესსა“ და „ნუმანსიაში“. 2023 წელს ბულგარეთის პირველი ლიგის „კრუმოვგრადში“ გადავიდა, ხოლო 2025 წლის იანვარში – რუმინეთის „სეპსიში“.