მათე გაბიცინაშვილი - საქართველოში არჩევნებისადმი ნდობა უფრო მეტად გამყარდა
მათე გაბიცინაშვილი - საქართველოში არჩევნებისადმი ნდობა უფრო მეტად გამყარდა

ამ არჩევნებზე არჩევნებისადმი ნდობა უფრო მეტად გამყარდა, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ანალიტიკოსმა მათე გაბიცინაშვილმა განაცხადა.

„არჩევნებისადმი ნდობა უფრო მეტად გამყარდა, რადგან შედეგი ეჭვქვეშ ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან არ დაყენებულა“, – განაცხადა გაბიცინაშვილმა.

როგორც გაბიცინაშვილმა აღნიშნა, ტაქტიკური და სტრატეგიული კუთხით, „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა და მიიღო შედეგი, რასაც არ ელოდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მათ საზოგადოებისთვის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შეთავაზება ვერ მოახერხეს. მათ საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგინეს არა როგორც პოლიტიკური ასპარეზის სივრცე, არამედ ერთგვარ სიმბოლურ ინსტიტუტად და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, საპრეზიდენტო კამპანიაზე გრძელვადიანი განვითარების დღის წესრიგი არ ააგეს“, – განაცხადა მათე გაბიცინაშვილმა.