მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის პოლონეთში გაიმართება
უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება, – იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.
ერევნის ნაცვლად ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში შეხვდებიან.
მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.