მატჩი იტალიასა და ირლანდიას შორის შესაძლოა ჩაიშალოს
მატჩი იტალიასა და ირლანდიას შორის შესაძლოა ჩაიშალოს

ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრი საიმონ ჰარისი ექვსი ერის ორგანიზატორებს 7 მარტს დუბლინში ჩანიშნული შეხვედრის გადადების რეკომენდაციას აძლევს. ტურნირის მეოთხე ტურის მატჩი ირლანდიასა და იტალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის უნდა ჩატარდეს. შეხვედრა რომელიც დუბლინში „ავივა სთეიდიუმზე“ არის ჩანიშნული, ათასობით იტალიელი ქომაგი გეგმავს ჩასვლას. სწორედ ეს გახლავთ ჯანდაცვის მინისტრის მიერ მატჩის გადადებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გავრცელების მიზეზი.

საიმონ ჰარისი ( ირლანდიის ჯანდაცვის მნინისტრი) – „ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სხდომაზე ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ამ ეტაპზე სარაგბი მატჩი, რომელიც ირლანდიასა და იტალიას შორის არის დაგეგმილი უნდა გადაიდოს. რადგანაც სწორედ იმ ქვეყნიდან გეგმავ ჩამოსვლკას გულშემატკივარი, სადაც კორონავირუსი უკვე რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა და არის მსხვერპლიც, ეს კი ძალიან დიდი რისკი იქნება ჩვენი მხრიდან.“

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, უკვე გადაიდო რამდენიმე სარაგბო მატჩი. კერძოდ იტალიისა და ირლანდიის ქალთა ნაკრებების დაპირისპირება, ასევე პრო 14-ის ორი შეხვედრაც ძებრე-ოსპრისი და ბენეტონი-ოლსტერი.