მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია - უპრეცედენტო ფაქტი საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებამდე
მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია - უპრეცედენტო ფაქტი საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებამდე

ბელარუსთან მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა! – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

ეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი ფაქტია, რადგან შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები მატჩამდე ზუსტად ერთი თვით ადრე უკვე გაყიდულია. ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთების ონლაინგაყიდვა 15 თებერვალს დაიწყო, ექვს დღეში კი ზუსტად ნახევარი გაიყიდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს ევრო2020-ის პლეიოფის შეხვედრაში 26 მარტს თბილისში, „დინამო-არენაზე“ დაუპირისპირდება. გამარჯვებული ნაკრები 31 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება და მოგებული ევრო2020-ზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებს 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში არც მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია და არც ევროპის ჩემპიონატზე. შესაბამისად, მაყურებლის ინტერესიც ბუნებრივია.

საქართველო-ბელარუსის უმნიშვნელოვანესი მატჩის ტელერეპორტაჟს საქართელოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.